ირაკლი კობახიძე: ქართველმა ხალხმა გააკეთა ერთადერთი უალტერნატივო არჩევანი, მინდა, მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს, იმისათვის, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში იდგა ჩვენს გვერდით, ყველაზე რთულ წუთებშიც

“ქართველმა ხალხმა გააკეთა ერთადერთი უალტერნატივო არჩევანი, აირჩია მშვიდობა და ქვეყნის განვითარება, ქვეყნის ნათელი ევროპული მომავალი”, – განაცხადა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

„ეს იყო გადამწყვეტი არჩევნები ჩვენი ქვეყნისთვის, სადაც წყდებოდა ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნების ბედი და საბოლოო ჯამში ქართველმა ხალხმა გააკეთა ერთადერთი უალტერნატივო არჩევანი, აირჩია მშვიდობა და ქვეყნის განვითარება, ქვეყნის ნათელი ევროპული მომავალი. მინდა, მადლობა გადავუხადო კიდევ ერთხელ ქართველ ხალხს, ამომრჩეველს, ქართულ საზოგადოებას, იმისათვის, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში იდგა ჩვენს გვერდით, ყველაზე რთულ წუთებშიც. მოგეხსენებათ, არჩევნები არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მომენტი ნებისმიერი ქვეყნის ცხოვრებაში და ამ ყველაზე მნიშვნელოვან წუთებშიც ქართველი ხალხი დადგა ჩვენს გვერდით და გააკეთა ერთადერთი უალტერნატივო არჩევანი”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მან ასევე მადლობა გადაუხადა ყველას, ვინ „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიაში იყო ჩართული.

„ასევე მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ ადამიანს, რომელიც იყო ჩართული ჩვენს საარჩევნო კამპანიაში, ჩვენს საარჩევნო შტაბებს – ქვეყნის მასშტაბით იყო შექმნილი 73 საარჩევნო შტაბი, უამრავი ადამიანი იყო ჩართული საარჩევნო კამპანიაში, აგიტაციაში, ამომრჩეველთა მობილიზებაში. რა თქმა უნდა, თითოეული მათგანის წვლილი ჩვენს საერთო გამარჯვებაში არის განსაკუთრებული”, – აღნიშნა კობახიძემ.

ასევე იხილეთ