რუსეთმა უკრაინის დონეცკის ოლქში კიდევ ერთი დასახლებული პუნქტი დაიკავა

რუსეთის არმიამ დონეცკის ოლქში ლევადნოეს დასახლებული პუნქტი დაიკავა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

გარდა ამისა, მედიის ცნობით, რუსეთის შეიარაღებული ძალები შახტიორსკის, ნოვოუკრაინკის, ბოგოიავლენკის, ნოვოდაროვკის, სტელმახოვკის დასახლებული პუნქტების მიმართულებითაც წინ წაიწიეს. რუსულმა ჯარმა წარმატებას მიაღწია აგრეთვე დონეცკის ოლქში მდებარე ქალაქების გორნიაკისა და ალექსანდროპოლის მიმართულებითაც.

უკრაინელი ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ რუსულმა ჯარმა შეტევა გააძლიერა შახტიორსკოე-ბოგოიავლენკას მიმართულებაზეც.

ასევე იხილეთ