დავით კაჭარავა: ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები იყო ჩვენი ქვეყნისთვის და პირველ რიგში, მადლობა ადამიანებს, ჩვენი ქვეყნის მილიონზე მეტ მოქალაქეს, ვინც მხარი დაგვიჭირა, ვინც ნდობა გამოგვიცხადა

„რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები იყო ჩვენი ქვეყნისთვის და პირველ რიგში, მადლობა ადამიანებს, ჩვენი ქვეყნის მილიონზე მეტ მოქალაქეს, ვინც მხარი დაგვიჭირა, ვინც ნდობა გამოგვიცხადა”, – განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით კაჭარავამ.

„გამომდინარე იქიდან, რომ იყო რთული პოლიტიკური პერიოდი ბოლო წლების განმავლობაში და აი, ამ სირთულეების გადალახვაში ქართველმა ხალხმა ძალიან დიდი როლი ითამაშა. ჩვენ ვნახეთ უპრეცედენტო რაოდენობა ადამიანების, ქართველების, ვინც მოვიდა და მყარად დააფიქსირა პოზიცია, რომ საქართველოს სჭირდება განვითარება, სჭირდება მშვიდობა, წინსვლა და მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას“.

ბოლო წლების განმავლობაში ბევრი დაპირისპირება იყო, ბევრი პოლიტიკური შეჯახება იყო, ასე რომ ვთქვათ, მაგრამ საქართველომ გაიმარჯვა და ვულოცავ ჩვენს სამშობლოს ამ გამარჯვებას“, – აღნიშნა მან.

ასევე იხილეთ