მიშო ჯავახიშვილი: გუშინდელი დღე იყო სამაგალითო და როგორც ჩანს ქართული საზოგადოება პოლიტიკურად გაიზარდა

„გუშინდელი დღე იყო სამაგალითო და როგორც ჩანს ქართული საზოგადოება პოლიტიკურად გაიზარდა. ასევე, მთავრობაც და ოპოზიციამაც უნდა გაიგოს ის შედეგები, რომელიც გუშინ დადგა განაცხადა”, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ანსამბლ „მართვეს“ სამხატვრო ხელმძღვანელმა, საზოგადოება „ქართულის“ წევრმა მიშო ჯავახიშვილმა.

„მთელი ჩვენი ცხოვრება, ბავშვობიდან მოყოლებული, არჩევნების პერიოდს ველოდებით მძიმე წინასწარი პერიოდებით და შემდეგ დგება ისეთი მომენტი, როდესაც ჩვენ რეალურად ვერთვებით მძიმე დაპირისპირებებში. ეს არის ყველაზე ცუდი, რაც აქამდე, ყოველ შემთხვევაში, ყოფილა. ჩვენ გვახსოვს ძალიან მძიმე პერიოდები. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, დღევანდელი საზოგადოება, როგორც მეც და თქვენც, ვაფასებთ გუშინდელ დღეს გამორჩეულ დღედ, მნიშვნელოვან დღედ, იმიტომ, რომ აქ რაღაცნაირი გამყოფი იყო ძველ სისტემებთან, იმ ძველ მდგომარეობასთან.

ამიტომ, გუშინდელი დღე იყო სამაგალითო და როგორც ჩანს ქართული საზოგადოება პოლიტიკურად გაიზარდა. ასევე, მთავრობაც და ოპოზიციამაც უნდა გაიგოს ის შედეგები, რომელიც გუშინ დადგა“, – აღნიშნა მიშო ჯავახიშვილმა.

მან ასევე შეაფასა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები. მიშო ჯავახიშვილის თქმით, არანაირი მტკიცებულება, არანაირი საბუთი არ არსებობს დადასტურებულად ითქვას, რომ არჩევნები გაყალბდა.

ასევე იხილეთ