ჯო ბაიდენმა საპრეზიდენტო არჩევნებში ხმა წინასწარ მისცა
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა საპრეზიდენტო არჩევნებში ხმა წინასწარ მისცა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN ავრცელებს.
ჯო ბაიდენმა თავისი არჩევანი დელავერის შტატში გააკეთა, სადაც ხმის ვადაზე ადრე მიცემის პროცესი დაიწყო.
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 5 ნოემბერს გაიმართება. საპრეზიდენტო არჩევნებში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან კამალა ჰარისი და დონალდ ტრამპი.
President Biden in line to vote early in Delaware. pic.twitter.com/gyt6Zi8UFQ
— CSPAN (@cspan) October 28, 2024