ლევან მაჭავარიანი: მოვუწოდებთ ISFED-ს, რაც შეიძლება მალე გაასაჯაროვონ ანგარიში
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი ISFED-ს არჩევნების შესახებ ანგარიშის გასაჯაროებისკენ მოუწოდებს.
„ძალიან დიდი დრო გავიდა. ოფიციალურ დასკვნას არ ასაჯაროებენ. ჩვენ მათი პოსტი ვიხილეთ – რაღაც პოსტი იყო, რომ კი ბატონო, ვეთანხმებით ცესკოს, ყველაფერი სწორად აქვს დათვლილიო. თუმცა მაინც რაღაც ბუნდოვანება დატოვეს და შესაბამისად, მოვუწოდებთ, რაც შეიძლება მალე გაასაჯაროვონ ანგარიში“, – აცხადებს მაჭავარიანი.
ISFED-ში განაცხადეს, რომ მათ მიერ ხმების პარალელური დათვლის შედეგების ვერიფიკაცია შეესაბამება ცესკო-ს მიერ გამოცხადებულ შედეგებს, თუმცა ორგანიზაცია თავისი შედეგების გამოქვეყნებაზე უარს აცხადებს.