შვედეთი უკრაინას 63 მილიონი ევროს სამხედრო დახმარების პაკეტს გამოუყოფს

შვედეთის მთავრობა უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს, რომლის საერთო ღირებულება 63 მილიონი ევრო იქნება. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

გამოყოფილი თანხის 20 მილიონი ევრო იარაღის უკრაინელი მწარმოებლებისგან პროდუქციის შეძენას მოხმარდება. დანარჩენი 43 მილიონი ევრო – უკრაინის მხარდამჭერ მრავალმხრივ ინიციატივებზე დაიხარჯება.

იგეგმება, რომ ფული დაიხარჯება F-16 გამანადგურებლების „ჰაერი – ჰაერის“ ტიპის რაკეტების შეძენაზე, უკრაინელი საზღვაო ქვეითების გაწვრთნაზე და განაღმვით ღონისძიებებზე.

ასევე იხილეთ