ვიქტორ ორბანი: მინდა, მივულოცო საქართველოს პრემიერ-მინისტრს არჩევნებში გამარჯვება, ვაკვირდები კამათს არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, არავის გაუბედავს თქმა, რომ არჩევნები ან მისი შედეგები რაიმე სახით არ ყოფილიყოს დემოკრატიული
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. მან არჩევნების შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
ვიქტორ ორბანმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაზეც ისაუბრა და საქართველოსა და უნგრეთს შორის მსგავსებასაც გაუსვა ხაზი.
“მე არ მინდოდა საარჩევნო კამპანიის დროს ჩამოსვლა საქართველოში იმიტომ, რომ ეს იქნებოდა ჩვენი ჩარევის მცდელობის სახედ აღქმული. ჩვენ დაველოდეთ შედეგებს და მერე გადავწყვიტეთ, ჩამოვსულიყავით თბილისში და დიდი მადლობა მინდა, გადაგიხადოთ ამიტომ მოწვევისთვის არჩევნების შემდეგ.
ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები არის ურთიერთ-სახარბიელო და პოზიტიური, ჩვენ არ ვიცი, რის გამო ხდება და ისტორია იქნება ამის მიზეზი აშკარად იმიტომ, რომ თქვენ ხართ თავისუფლებისთვის მებრძოლი ხალხი, ჩვენც ასეთივე ნატურის ხალხი ვართ, ჩვენს ირგვლივ დიდ სახელმწიფოებია, დიდი ძალაუფლების მქონე სახელმწიფოები და ჩვენ ყოველთვის ვიბრძვით სუვერენიტეტისთვის, თავისუფლებისთვის, ეს ისტორიული ფაქტია, რომელიც აშკარად მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენს ურთიერთობებს პოზიტიური სახე აქვს. ხალხი ერთმანეთს აკვირდება და ეს განსაკუთრებული სიხარულის მომცემია.
ამიტომ მინდა, მივულოცო საქართველოს პრემიერ-მინისტრს არჩევნებში გამარჯვება. მე ვაკვირდები იმ კამათს, რაც არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ ხდება, საერთაშორისო გამოხმაურებასაც ვეცნობი და შემიძლია, ვთქვა, რომ არავის არ გაუბედავს იმის თქმა, რომ ეს არჩევნები ან მისი შედეგები რაიმე სახით არ ყოფილიყოს დემოკრატიული, იმ კრიტიკული აზრის გარდა, რაც გამოითქვა”, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.