მწერალი მერაბ შათირიშვილი აცხადებს, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილმა „ქართული ოცნება“ კატასტროფის წინაშე დააყენა.
„ამ ვერაგმა ქალმა მთელი საქართველო მწარედ მოატყუა, რადგან არის უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების აგენტი! საქვეყნოდ ცნობილი ამბავია, რომ სალომე ზურაბიშვილმა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ფაქტობრივად, კატასტროფის წინაშე დააყენა „ქართული ოცნება“ . შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მეორე ტურში ბილბორდებზე ამ საზიზღარი და ამორალური ქალის სურათები სასწრაფოდ შეცვალეს. ახლა ბევრი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილი, როგორც უცხო ქვეყნის აგენტის კანდიდატურა, ბიძინა ივანიშვილს ამერიკელებმა მოახვიეს თავს. ფაქტია, რომ სალომე ზურაბიშვილი არის ერთ-ერთი კუდი, რომელიც სააკაშვილმა საქართველოში დატოვა“, – აცხადებს მერაბ შათირიშვილი.