„ქართული ოცნების“ თანადამფუძნებლის, მწერალ მერაბ შათირიშვილის შეფასებით, 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვებას ხელი იმან შეუწყო, რომ 20 ოქტომბერს თბილისში, თავისუფლების მოედანზე ოპოზიციის მარში ჩაფლავდა.
„თუ აქამდე ვინმეს კიდევ ეგონა, რომ კოლექტიური ნაცმოძრაობას რაღაცის თავი ჰქონდა, ახლა აშკარად გამოჩნდა ერთი რამ – მიშას ნაცებმა, ხაზარაძის ნაცებმა, გახარიას ნაცებმა, გვარამიას ნაცებმა, ნაცების ენჯეოებმა და მიშას ლგბტ სოდომისტებმა არჩევნები არჩევნებამდე წააგეს. რადგან თავისუფლების მოედანი ვერ გაავსეს, სადაც 15-18 ათასი ადამიანი ეტევა.
ხალხმა ისიც დაინახა, რომ ოპოზიციამ სცენაზე ასვლა და ხალხთან ლაპარაკი ვერ გაბედა… ვერც იმის თქმა გაბედეს, აქციის უკან სინამდვილეში სწორედ ნაცები რომ იდგნენ, უფრო მეტიც, ხალხს ისიც დაუმალეს, ნაცები და ლგბტ გარყვნილები ამ აქციას ერთად რომ ატარებდნენ“, – აცხადებს მერაბ შათირიშვილი.
წყარო: გაზეთი “ასავალ-დასავალი”