ილია დარჩიაშვილი: ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს ინსტიტუციურ და ფიზიკურ ინტეგრაციას ევროკავშირში, ამ მიმართულებითაც უნგრეთთან გვაქვს კონკრეტული საფლაგმანო პროექტები

“ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს ინსტიტუციურ და ფიზიკურ ინტეგრაციას (ევროკავშირში). ამ მიმართულებითაც უნგრეთთან გვაქვს კონკრეტული საფლაგმანო პროექტები, რომლებიც ამას ხელს შეუწყობს”, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა „დღის ქრონიკაში“.

“ერთ-ერთი არის შავი ზღვის კაბელი, რომელიც იქნება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი რეგიონის როლს იმაში, რომ ევროკავშირის ენერგო უსაფრთხოება, ენერგო-მიწოდება იყოს დივერსიფიცირებული და ჩვენ არ მიმართულებით გავაგრძელებთ ძალიან აქტიურ მუშაობას”, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ვიქტორ ორბანის შეფასება საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ეფუძნებოდა იმ პოლიტიკურად არაანგაჟირებული დამკვირვებლების მიერ გაჟღერებულ გზავნილებს, რომლებიც დააკვირდნენ საქართველოში დემოკრატიულ არჩევნებს.

“მე მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ დააკვირდნენ საქართველოში არჩევნებზე და ყოველგვარი პოლიტიკური სიმპათიების გარეშე სამართლიანად შეაფასეს ის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები, რომელიც ჩატარდა ქვეყანაში”, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ასევე იხილეთ