უკრაინის რადამ გენერალური პროკურორის, ანდრეი კოსტინის გადადგომას მხარი დაუჭირა
უკრაინის რადამ გენერალური პროკურორის, ანდრეი კოსტინის გადადგომას მხარი დაუჭირა.
კოსტინმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადება მას შემდეგ დაწერა, რაც გამოქვეყნდა გამოძიების შედეგები, რომლის თანახმადაც, ათობით უკრაინელმა პროკურორმა, სავარაუდოდ, უკანონოდ მიიღო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მოწმობა.
მანამდე გაიმართა უშიშროების და თავდაცვის საბჭოს სხდომა, რომელზეც განიხილებოდა ხმელნიცკის ოლქის პროკურატურაში არსებული ვითარება. ამ ფაქტებამდე, ოქტომბრის პირველ ნახევარში გამოქვეყნდა ხმელნიცკის ოლქში კორუფციული სქემის ოფიციალური გამოძიების შედეგები, რომლის მიხედვითაც გაირკვა, რომ 50-ზე მეტმა პროკურორმა, მათ შორის ოლქის პროკურორმა, ალექსეი ოლეინიკმა, სავარაუდოდ, ისარგებლა ამ კორუფციული სქემით და მიიღო შეზღუდული შესაძლებლობის პირის მოწმობა.
ეს მოწმობები, სხვა უპირატესობებთან ერთად, ათავისუფლებს პირს მობილიზაციისგან.
ანდრეი კოსტინი უკრაინის გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ორ წელზე მეტ ხანს მუშაობდა.