CNN: აშშ-ის ფედერალური ხელისუფლება პორტლენდში ორ საარჩევნო ყუთში ხანძრის გაჩენის ფაქტს იძიებს

JPG edited with https://ezgif.com/resize

აშშ-ის ფედერალური ხელისუფლება პორტლენდში ორ საარჩევნო ყუთში ხანძრის გაჩენის ფაქტს იძიებს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN ავრცელებს.

როგორც CNN იუწყება, ხანძრის შედეგად ასობით ბიულეტენი განადგურდა.

პორტლენდის პოლიციამ ასევე გამოავლინა „საეჭვო მანქანა“, რომელმაც ინციდენტის ადგილი დატოვა.

„ჩვენ არ ვიცით, ამ ქმედებების უკან რა მოტივი დგას, მაგრამ ვიცით, რომ მსგავსი ქმედებები არის მიზანმიმართული“, – განაცხადეს პორტლენდის პოლიციაში.

ასევე იხილეთ