კამალა ჰარისი: ეს არჩევნები უფრო მეტია, ვიდრე უბრალო არჩევანი ორ განსხვავებულ კანდიდატს შორის

შეერთებული შტატების პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატი, ვიცე- პრეზიდენტი კამალა ჰარისი ვაშინგტონში წინასაარჩევნო კამპანიის დასკვნითი სიტყვით გამოვიდა. ამომრჩევლებთან შეხვედრისას ჰარისმა არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 5 ნოემბრის არჩევნები გაცილებით მეტია, ვიდრე არჩევანი ორ პარტიას ან ორ კანდიდატს შორის.

“ერთ კვირაში ჩვენ გვექნება საშუალება მივიღოთ გადაწყვეტილება, რომელიც პირდაპირ გავლენას იქონიებს ჩვენს ცხოვრებაზე, ოჯახებზე და ქვეყნის მომავალზე, რომელიც ძალიან გვიყვარს. ეს არჩევნები უფრო მეტია, ვიდრე უბრალო არჩევანი ორ პარტიას და ორ განსხვავებულ კანდიდატს შორის. ეს არის არჩევანი, იარსებებს თუ არა ქვეყანა, რომელიც თითოეული მოქალაქის თავისუფლების საფუძველზეა დაარსებული თუ ქაოსსა და არეულობაში აღმოჩნდება. ახლა ამერიკის ახალი ლიდერების დროა”, – განაცხადა ჰარისმა.

საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში 5 ნოემბერს გაიმართება.

ასევე იხილეთ