ნიკოლოზ სამხარაძე: დამკვირვებელი ვიყავი ათზე მეტ არჩევნებზე ეუთოს სხვადასხვა წევრ ქვეყანაში – არცერთი არჩევნები არ შეფასებულა, როგორც თავისუფალი და სამართლიანი, რადგან ეუთო/ოდირი არ იყენებს ამ ტერმინებს
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, რომ ეუთო/ოდირი არ იყენებს ისეთ ტერმინებს, როგორიცაა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები.
„მე დამკვირვებელი ვიყავი ათზე მეტ არჩევნებზე ეუთოს სხვადასხვა წევრ ქვეყანაში, მათ შორის აშშ-სა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში და არცერთი არჩევნები არ შეფასებულა, როგორც თავისუფალი და სამართლიანი ეუთო/ოდირ-ის მიერ. რატომ? რადგან ეუთო/ოდირი არ იყენებს ამ ტერმინებს. აქედან გამომდინარე, იგივე მიდგომა უნდა იყოს საქართველოს მიმართ“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.