რატი ბრეგაძე: პრეზიდენტი ყველა მოქალაქისთვის უნდა იყოს იმის მაგალითი თუ როგორ უნდა ებრძოლო დანაშაულს და ამისთვის უნდა ითანამშრომლო გამოძიებასთან

“ვფიქრობ, ყველა მოქალაქე ვალდებულია ითანამშრომლოს გამოძიებასთან და მიაწოდოს მას მის ხელთ არსებული ინფორმაცია შესაძლო დანაშაულის შესახებ”, – ასე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე პრეზიდენტის უარს არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით გამოძიებასთან თანამშრომლობაზე.

„პრეზიდენტი, რომელიც კონსტიტუციის თანახმად არის სახელმწიფოს მეთაური, ვფიქრობ, ყოველი მოქალაქისთვის უნდა იყოს იმის მაგალითი თუ როგორ უნდა ებრძოლო დანაშაულს და როგორ უნდა ითანამშრომლო ამისთვის გამოძიებასთან“, – აღნიშნავს მინისტრი.

საქართველოს პროკურატურამ არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე გამოძიება დაიწყო და სალომე ზურაბიშვილი გამოკითხვაზე დაიბარა. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ გამოძიებასთან თანამშრომლობას არ აპირებს.

ასევე იხილეთ