ზელენსკი: უკრაინა არ ცნობს თავისი ტერიტორიების ოკუპაციას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ გაიმარჯვებს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა არ ცნობს თავისი ტერიტორიების ოკუპაციას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ გაიმარჯვებს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში.

„აშშ-ის ახალ პრეზიდენტს შეუძლია ან გააძლიეროს უკრაინის მხარდაჭერა, ან შეასუსტოს იგი. უკრაინისადმი მხარდაჭერის შესუსტება საშუალებას მისცემს რუსეთს, გააგრძელოს ჩვენი ოკუპაცია. უკრაინის მხარდაჭერის შესუსტება არ მოგვცემს ამ ომის მოგების შესაძლებლობას. და ამიტომ ჩვენ არ ვსაუბრობთ ტერიტორიებთან დაკავშირებით კომპრომისებზე, არამედ ვამბობთ, რომ შეიძლება იყოს ესა თუ ის დიპლომატიური გზა, მაგრამ ეს დამოკიდებულია შეერთებული შტატების პოლიტიკაზე“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ასევე იხილეთ