რომელი ქვეყნებიდან გაიზარდა შემოსავლები რეკორდულად

2024 წლის იანვარი-სექტემბრის პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან, მიღებულმა შემოსავალმა 456 მილიონი  დოლარი შეადგინა, რაც 2023 წელთან შედარებით  +6.7%-ით (29 მლნ აშშ დოლარით)  მეტია.

2024 წლის 9 თვეში რეკორდულად გაიზარდა შემოსავლები ისრაელიდან და 323 მილიონი  დოლარი შეადგინა, ზრდა +24.9%-ია (64 მლნ აშშ დოლარი), 2023 წლის მონაცემებთან შედარებით.

2024 წლის 3 კვარტლის მონაცემებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა შემოსავლები საუდის არაბეთიდან  და  108 მილიონ დოლარს მიაღწია, რაც რეკორდული მაჩვენებელია, ზრდა 2023 წლის მონაცემებთან შედარებით +21.7%-ია (19 მლნ აშშ დოლარი).

ასევე იხილეთ