მამუკა მდინარაძე: ჯერჯერობით, მხოლოდ ის გავიგეთ, რომ “სამართლიანი არჩევნების” პარალელური ხმის დათვლის მონაცემები ერთი-ერთში ემთხვევა ცესკო-ს მონაცემებს, წინა შემთხვევაში გააყალბეს, ახლა საერთოდ არ აქვეყნებენ, მსოფლიოში ერთიც უპრეცედენტო იყო და მეორეც

“უკვე ექვსი დღე გავიდა არჩევნების შემდეგ და მაგალითად, სამართლიან არჩევნებს დღემდე არ გამოუქვეყნებია დოკუმენტი, რომელიც მათ შექმნეს”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ჯერჯერობით “სამართლიანი არჩევნების” დოკუმენტიდან მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ პარალელური ხმის დათვლის შედეგები ემთხვევა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებს, თუმცა, არის ბევრი დეტალი, რომელიც საზოგადოებას აინტერესებს.

“გავიგეთ, ჯერჯერობით, მხოლოდ ის, რომ მათი პარალელური ხმის დათვლის მონაცემები ემთხვევა ერთი-ერთში ცესკო-ს მონაცემებს, მაგრამ იქ არის უამრავი დეტალი, რაც აინტერესებს საზოგადოებას და ისინი სჩადიან უპრეცედენტო რამეს, რომ არ აქვეყნებენ წინა შემთხვევისგან განსხვავებით, თავის მონაცემებს. წინა შემთხვევაში გააყალბეს, ახლა საერთოდ არ აქვეყნებენ – მსოფლიოში ერთიც უპრეცედენტო იყო და მეორეც, როდესაც პარალელური ხმის დათვლის მონაცემები ჯერ ყალბდება წინა საპარლამენტო არჩევნების შემთხვევაში, მეორე შემთხვევაში საერთოდ არ ქვეყნდება, იმიტომ რომ ასე მიაჩნიათ თურმე”, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ასევე იხილეთ