მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: ისინი ჰაერში ისვრიან სიტყვებს და აბრალებენ სხვას იმას, რისი მცდელობებიც და ზოგ შემთხვევაში სამწუხაროდ, განხორციელებული დანაშაულიც სახეზე გვაქვს, ამიტომ საქართველოს პროკურატურას ვთხოვთ ყურადღებით გამოიძიოს ყველა ეს შემთხვევა

“მივმართავ საქართველოს პროკურატურას, ყურადღებით გამოიძიოს ყველა ეს საქმე. ჩვენ მივაწვდით დეტალურ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რაზეც ახლა მე ვისაუბრე და სალომე ზურაბიშვილის ერთი ცნობილი გამონათქვამისა არ იყოს, „სადაც არ უნდა გათხაროო“ თუ რაღაცას, რომ ამბობდა. მართლა, მათ გამოთხარეს ისეთ რაღაცები, რასაც არ ელოდნენ”, –  ამის შესახებ “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

მდინარაძის განცხადებით, ოპოზიციის მიერ ხდება იმ ბრალდებების წაყენება, რომელთა მცდელობებიც და ზოგ შემთხვევაში განხორციელებული, დასრულებული დანაშაულიც ჩადენილია მათი მხრიდან.

„ამ დაბრალებებით, ისინი ჰაერში ისვრიან სიტყვებს და აბრალებენ სხვას იმას, რისი მცდელობებიც და ზოგ შემთხვევაში სამწუხაროდ, განხორციელებული, დამთავრებული დანაშაულიც სახეზე გვაქვს. ამიტომ საქართველოს პროკურატურას ვთხოვთ ყურადღებით გამოიძიოს ყველა ეს შემთხვევა და დააკვალიფიციროს ზუსტად ისე, როგორც უნდა დაკვალიფიცირდეს კონკრეტული მოქმედება თუ ის სავარაუდო დანაშაულის ნიშნებს და შემდეგ საბოლოო ჯამში დანაშაულის ნიშნებს შეიცავს ჩვენი წარმოდგენით. მე არ დავარღვევ უდანაშაულობის პრეზუმფციას, საქმე გვაქვს სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთან, რადგან კონკრეტულ შემთხვევებში საქმე გვქონდა, ერთი მხრივ, უკვე დამთავრებულ დანაშაულთან, როდესაც ხმები მოჰპარეს, ხელი შეუშალეს ადამიანებს საარჩევნო ნების გამოვლენაში, მეორე შემთხვევაში, ასეთი მცდელობაც ,ასევე, დამთავრებულ დანაშაულთან, როდესაც მცდელობა ჩაიდინეს ასეთი ხელშეშლის. დანარჩენ მტკიცებულებებს როდესაც მოვიძიებთ დამატებით წარმოგიდგენთ და არ ვილაპარაკებთ ჰაერზე არც ერთ საკითხთან დაკავშირებით,“– განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ასევე იხილეთ