ევროპარლამენტარი ტიერი მარიანი: შეწყვიტეთ იმის თქმა, რომ “ქართული ოცნება” პრორუსულია“, ეს სიცრუეა

ფრანგი ევროპარლამენტარი France 24-ის სტატიას გამოეხმაურა სათაურით „საკანონმდებლო არჩევნები საქართველოში: ნაწილობრივი გადათვლა ადასტურებს პრორუსული პარტიის გამარჯვებას“.

„ჩვენ ისევ და ისევ უნდა გადავითვალოთ, რადგან თავისუფალ ხალხს არ შეუძლია უარყოს ფონ დერ ლაიენის ევროკავშირი. და შეწყვიტეთ იმის თქმა, რომ ისინი (“ქართული ოცნება”) „პრორუსულები“ არიან, ეს სიცრუეა! მათ უბრალოდ სურთ ევროპა, რომელიც პატივს სცემს ერებს“, – დაწერა მარიანიმ სოციალურ ქსელ X-ში.

ასევე იხილეთ