გიორგი ვოლსკი: როდესაც ადამიანი იმდენად გაჭირვებულია, რომ ვერ მიდის საარჩევნო უბანზე, ფაქტობრივად, ატყუებ, ბიულეტენზე ხელმოწერას არ აკეთებინებ და რასაკვირველია, ეს ბიულეტენები გაუქმებულად ჩაითვალა
პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან ხმის მოპარვის შემთხვევებზე ისაუბრა.
„დიდუბეშიც მოხდა ასეთი ფაქტი, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე, რომლის დელეგატობის კანდიდატი მე ვიყავი, როდესაც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მივიდა ხმის მისაცემად და უთხრეს, რომ იგი „ლელოს“ მიერ ჩასმულია საბურთალოს რომელიღაც რაიონში, როგორც კომისიის წევრი.
გადასატან ყუთებთან დაკავშირებით უნამუსოდ მოიქცნენ. როდესაც ადამიანი იმდენად გაჭირვებულია, რომ ვერ მოდის საარჩევნო უბანზე, ფაქტობრივად ატყუებ, ბიულეტენზე ხელმოწერას არ აკეთებინებ და რასაკვირველია, ეს ბიულეტენები გაუქმებულად ჩაითვალა“, – განაცხადა ვოლსკიმ.
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე 81 იდენტიფიცირებულ ფაქტსა და შემთხვევაზე ისაუბრა, რომლითაც დასტურდება, თუ როგორ იპარავდნენ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები „ქართული ოცნების“ ხმებს.