დავით მათიკაშვილი ოპოზიციაზე: კონკრეტული სქემებით ეს სამარცხვინო ადამიანები ჰპარავდნენ ქართულ ელექტორატს ხმებს, ჰპარავდნენ „ქართულ ოცნებას“ ხმებს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა ოპოზიციის მხრიდან არჩევნების შედეგები გაყალბების მცდელობაზე გაჟღერებულ ინფორმაციაზე ისაუბრა. მისი თქმით, შეიქმნა ტყუილის მექანიზმი, რომლის მიზანიც მმართველი პარტიის მხარდამჭერების ხმის მიცემისგან დაბლოკვა იყო.

„კონკრეტული სქემებით ეს სამარცხვინო ადამიანები ჰპარავდნენ ქართულ ელექტორატს ხმებს, ჰპარავდნენ „ქართულ ოცნებას“ ხმებს. ვითომ 300 ათას გაყალბებულ ხმაზეა საუბარი რადიკალების მხრიდან და ერთი მტკიცებულება არ გააჩნიათ. 900 ათასი ხმით მოვუგეთ „ქართულმა ოცნებამ“ მეორე ადგილზე გასულ ოპონენტს და მილიონ ასი ათასი ხმა აიღო „ქართულმა ოცნებამ. იმდენად დიდი მასშტაბია, რომ ვერ შეძლეს მასშტაბური გაყალბება, რომ ამას რეალური ძლიერი შედეგი მოჰყოლოდა და „ქართულ ოცნებას“ დაეტყობოდა. მაგრამ ამის მცდელობა და კონკრეტული ფაქტები არის“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე 81 იდენტიფიცირებულ ფაქტსა და შემთხვევაზე ისაუბრა, რომლითაც დასტურდება, თუ როგორ იპარავდნენ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები „ქართული ოცნების“ ხმებს.

ასევე იხილეთ