ესპანეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 205-მდე გაიზარდა
ესპანეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 205-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ NBC News ავრცელებს.
წყალდიდობა ესპანეთის სამხრეთ და აღმოსავლეთ რეგიონებში ძლიერმა წვიმამ გამოიწვია.
ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლება მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული.