გიორგი ვოლსკი: არჩევნებზე შეგნებით ჩადენილი ნებისმიერი დანაშაული გამოსაძიებელია

„შეგნებით ჩადენილი ნებისმიერი დანაშაული გამოსაძიებელია. მიმდინარეობს გამოძიება და განხილვები შესაბამის დონეებზე”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ „ქართული ოცნების“ მიერ არჩევნებზე გამოვლენილი, რადიკალური ოპოზიციის შესაძლო დარღვევების ფაქტებზე საუბრისას.

„რეალური გაყალბება ეგ არის – ადამიანი, რომელიც მხარს გიჭერს სხვა პარტიას და ამ დროს არის კომისიაში „ლელოს“ მეთვალყურედ ჩასმული და ვერ აძლევს ხმას. ეს არის დანაშაული ერთი ადამიანის მიმართ, მაგრამ ამანაც კი არ შეიძლება, შედეგებზე იქონიოს შესაბამისი გავლენა. თუმცა, ის ადამიანი დასასჯელია, ვინც ეს დანაშაული შეგნებით ჩაიდინა.

შეგნებით ჩადენილი ნებისმიერი დანაშაული გამოსაძიებელია. მიმდინარეობს გამოძიება და განხილვები შესაბამის დონეებზე. კიდევ ერთხელ დადასტურდება ის, რომ ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ამას უპირისპირდება, მხოლოდ ერთ რამეზე ფიქრობს, ეს არის, ქვეყანაში როგორმე დესტაბილიზაცია მოახდინოს“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

ასევე იხილეთ