დიმიტრი ხუნდაძე ოპოზიციაზე: ისინი სახიფათო და ასევე, არასერიოზულებიც არიან – ამ ორი მთავარი მახასიათებლის გამო, მათ საზოგადოება არ მიჰყვება

“ოპოზიცია სახიფათო და ასევე, არასერიოზულები არიან – ამ ორი მთავარი მახასიათებლის გამო, მათ საზოგადოება არ მიჰყვება”,  – განაცხადა „ქრონიკასთან“ უმრავლესობის დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ.

“ოპოზიციის მხრიდან გასაკვირი არ არის, რომ პროკურატურას არ ენდობიან, რადგან ისინი საკუთარ საზოგადოებას და მის გადაწყვეტილებას არ ენდობიან. არასერიოზულია დამოკიდებულება, რომ არჩევნების გაყალბების არგუმენტებად და ფაქტებად მოაქვთ რომ ვიღაცას ბეჭედი ეკეთა, ვიღაცამ ვიღაცა გადაკოცნა, გაუღიმა, აპარატებიც დაადანაშაულეს პარტიულ მიკერძოებაში, ეს ყველაფერი სასაცილოა, მაგრამ როცა პროკურატურაში მიდიხარ, უნდა იცოდე რომ თავად ხარ მომჩივანი და არგუმენტები უნდა წარმოადგინო.

მე ვჩივი და თავად მოიძიე არგუმენტები, ეს უკვე არასერიოზულობის ნაწილია. ამიტომ, ისინი სახიფათოები და ასევე არასერიოზულებიც არიან. ამ ორი მთავარი მახასიათებლის გამო, მათ საზოგადოება არ მიჰყვება”, – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების ფაქტებზე, სისხლის სამართლის 47 საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს, – განცხადებას პროკურატურა ავრცელებს. საგამოძიებო უწყება განმარტავს, რომ გამოძიებების დაწყებას საფუძვლად დაედო ოპოზიციური და მმართველი პარტიების, ცენტრალური საარჩევნო კომისიის და არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვები, ასევე მედიით გავრცელებული ინფორმაციები.

საქართველოს პროკურატურამ არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე გამოძიება დაიწყო და სალომე ზურაბიშვილი გამოკითხვაზე დაიბარა. თუმცა, გამოძიებასთან თანამშრომლობაზე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და რადიკალური ოპოზიციის ლიდერები უარს აცხადებენ.

ასევე იხილეთ