ისრაელის რამდენიმე ქალაქში, მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით, აქცია გაიმართა

თელ-ავივში მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართა.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, დემონსტრაციაზე დაახლოებით, 500 ადამიანი იმყოფებოდა.

აქციის მონაწილეები ღაზას სექტორში ყველა დარჩენილი მძევლის ერთდროულად გათავისუფლებას ითხოვდნენ.

დემონსტრანტებმა ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ მოლაპარაკებების ჩაშლაში დაადანაშაულეს.

„ნეთანიაჰუ, არ დაგავიწყდეს, ისტორია არ გაპატიებს“,- სკანდირებდნენ დემონსტრანტები.

ზოგიერთ აქტივისტს ხელში ნეთანიაჰუს კრიტიკის შემცველი დიდი ბანერი ეჭირა. კრიტიკა შეეხებოდა ნეთანიაჰუს ოფისიდან საიდუმლო დოკუმენტების, სავარაუდო, გაჟონვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიებას.

„ჯაშუში ჩემს ოფისში? მე ვერაფერი დავინახე. ნეთანიაჰუ – სასარგებლო იდიოტი“, – ეწერა ბანერზე.

ანტისამთავრობო აქციები ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში ერთდროულად მიმდინარეობდა, მათ შორის თელ-ავივში, კფარ-საბაში, კარკურსა და ჰადერაში.​​​​​​​​​​​​​​​​

ასევე იხილეთ