ზურაბ ქადაგიძე: დაიმხო თავზე ბაიდენის ადმინისტრაციამ, ამერიკული დემოკრატია და არჩევანის თავისუფლება

“ჰელსინკის კომისიამ” ჯერ საკუთარ ჩასვრილს, რომ მიხედოს და მერე გვიქნიოს თითი არა?“, – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე და დასძენს, რომ დანიის სამეფოში განვითარებული მოვლენების შემდეგ საქართველოში ჩატარებული არჩევნების გაყალბებასა და საარჩევნო მანიპულაციებზე დასავლეთი არ უნდა საუბრობდეს.
“რაღაც დამპალა დანიის სამეფოში. ესენი გვესაუბრებიან ჩვენ, გაყალბებასა და საარჩევნო მანიპულაციებზე?!   
“ჰელსინკის კომისიამ” ჯერ საკუთარ ჩასვრილს, რომ მიხედოს და მერე გვიქნიოს თითი არა? 
დაიმხო თავზე ბაიდენის ადმინისტრაციამ, ამერიკული დემოკრატია და არჩევანის თავისუფლება.   
აკი, ტყუილად არ უთქვამს რონალდ რეიგანს – ფაშიზმი ლიბერალიზმის სახით მოვაო.  
ჰო და, ჯერ თქვენ ძირგამომპალ ლიბერალიზმს მიხედეთ და მერე გველაპარაკეთ მაღალ მატერიებზე!”, – წერს ზურაბ ქადაგიძე.
ასევე იხილეთ