ქართველი მოჭადრაკე მიხეილ კეკელიძე სენიორებს შორის ევროპის ჩემპიონია
ქართველი მოჭადრაკე მიხეილ კეკელიძე სენიორებს შორის ევროპის ჩემპიონია. იტალიაში გამართულ კონტინენტის პირველობაზე, სადაც 50 წელს გადაცილებული სპორტსმენები მონაწილეობდნენ, კეკელიძემ 9 შესაძლებლობიდან 7 ქულა დააგროვა.
ამდენივე ქულა დააგროვეს მისმა ნიდერლანდელმა და სლოვაკმა კონკურენტებმა, თუმცა ქართველი მოჭადრაკე პირველ ადგილზე დამატებითი მაჩვენებლით გავიდა.