არჩილ გორდულაძე: რასაც კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ მმართველ გუნდს აბრალებს, ამას თავად აკეთებდნენ და მერე ცდილობდნენ, რომ ხელი შეეხოცათ „ქართული ოცნებისთვისა“ და ცესკოსთვის
არაერთი ფაქტი არსებობს იმის დამადასტურებელი, რომ რასაც კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ „ქართულ ოცნებას“ აბრალებს, ამას თავად აკეთებდნენ და მერე ცდილობდნენ, რომ ხელი შეეხოცათ „ქართული ოცნებისთვისა“ და ცესკოსთვის, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ არჩილ გორდულაძემ.
დეპუტატმა ისაუბრა „ქართული ოცნების“ ამომრჩევლისთვის ხმის მიცემის პროცესში ხელშეშლის ფაქტებზე.
„ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ერთ-ერთ ოლქში, ზესტაფონში, გადასატანი ყუთის შედეგები გაუქმებულიყო. როდესაც ისინი დარწმუნდნენ ალბათობის მაღალი ხარისხით რომ ძირითადად „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები აძლევდნენ გადასატანი ყუთით ხმას, მათ ხელი არ მოაწერინეს ამომრჩევლებს და ამის შემდეგ უბრალოდ გაუქმდა გადასატანი ყუთის შედეგები. რა არის ეს, თუ არა იმის მცდელობა, რომ „ქართულ ოცნებას“ ხმები მოჰპარონ“, – განაცხადა გორდულაძემ.
რადიკალური ოპოზიციის წინააღმდეგ მმართველი გუნდის მტკიცებულებები პროკურატურაშია. სახელისუფლებო პარტიამ საგამოძიებო უწყებაში კონკრეტული სქემა წარადგინა.