გივი მიქანაძე: ჩვენ ვნახეთ საბოტაჟის მცდელობა, რომ მიზანმიმართულად ხელი არ მოეწერათ საარჩევნო ოქმებზე, რათა შემდგომში პროცესი დაეზიანებინათ

x

„ჩვენ ვნახეთ საბოტაჟის მცდელობა, რომ მიზანმიმართულად ხელი არ მოეწერათ ოქმებზე, რათა შემდგომში პროცესი დაეზიანებინათ და ეთქვათ, აქ კონკრეტულმა ადამიანებმა ხელი არ მოაწერეს”, – განაცხადა რადიკალებზე საუბრისას „იმედის კვირასთან“ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ.

მან არჩევნების დღეს მიმდინარე პროცესები გაიხსენა.

„ჩვენ ვნახეთ, რომ უმეტეს საარჩევნო უბნებში კომისიის წევრებმა ოპოზიციიდან ხელი მოაწერეს შემაჯამებელ ოქმებს, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ საარჩევნო დღეს პროცესები კანონმდებლობის შესაბამისად მიმდინარეობდა. თუმცა, ჩვენ ასევე ვნახეთ საბოტაჟის მცდელობა, რომ მათ ხელი არ მოეწერათ მიზანმიმართულად, რათა შემდგომში პროცესი დაეზიანებინათ და ეთქვათ, აქ კონკრეტულმა ადამიანებმა არ მოაწერეს ხელი, რითაც შემაჯამებელ ოქმს არ დაეთანხმნენ. ამის არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა. თუმცა, როდესაც ასეთი ნაბიჯები იდგმება, ეს პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ეს არის მიზანმიმართული კამპანია, ეს არის მიზანმიმართული კონკრეტული ქმედება, რათა პროცესი დააზიანონ“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

ასევე იხილეთ