გიორგი გაბუნია: საქართველოში უნდათ მართული ხელისუფლება. სამწუხაროდ არავის არ აწყობს პროქართული და პროეროვნული ხელისუფლება. ისეთი, როგორი არის „ქართული ოცნება“
„საქართველოში უნდათ მართული ხელისუფლება. სამწუხაროდ, არავის არ აწყობს პროქართული და პროეროვნული ხელისუფლება. ისეთი, როგორიც არის „ქართული ოცნება“, – განაცხადა საზოგადოება „ქართულის“ თავმჯდომარე გიორგი გაბუნიამ გადაცემაში „იმედის კვირა“.
„მართული ხელისუფლება საქართველოში ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მყისიერად შევუერთდებით რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, რაც ნიშნავს საქართველოს ეკონომიკის მყისიერ განადგურებას.
ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო ეტაპობრივად უნდა ჩაერთოს უკრაინის სამხედრო დახმარების პროცესში და ეს ასევე ნიშნავს იმას, რომ საქართველოში საბოლოოდ უნდა გაიხსნას მეორე ფრონტი“, – აღნიშნა გიორგი გაბუნიამ.