გია აბაშიძე „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ განცხადებაზე: რადიკალები მაქსიმალურად ცდილობენ საპროტესტო მუხტის აწევას – ეკა გიგაურის კანტორამ გამოაქვეყნა მორიგი პასკვილი ცესკო-ზე, რაც fake news-ების ჟანრიდანაა

„რადიკალები მაქსიმალურად ცდილობენ საპროტესტო მუხტის აწევას – ეკა გიგაურის კანტორამ გამოაქვეყნა მორიგი პასკვილი ცესკო-ზე, რაც fake news-ების ჟანრიდანაა. ფაქტია, რომ ე.წ. ენჯეოებს დეზინფორმაციის შეთხზვა-გავრცელების გარდა სხვა უნარ-ჩვევები არ გააჩნიათ და არჩევნებიდან არჩევნებამდე დაკავებულნი არიან ბოროტი ტყუილების „გამოცხობაში“, – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ განცხადებაზე, რომელშიც საუბარია,  ცესკოს როლზე არჩევნების გაყალბების საქმეში.

მისივე თქმით,  „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“  საარჩევნო ადმინისტრაციის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს მაშინ, როცა  კრებსითი გიგაურების ნაცკანტორები თავს ესხმიან საქართველოს დემოკრატიას და გამართულ სახელმწიფო ინსტიტუტებს.

„რადიკალები მაქსიმალურად ცდილობენ საპროტესტო მუხტის აწევას – ეკა გიგაურის კანტორამ გამოაქვეყნა მორიგი პასკვილი ცესკო-ზე, რაც fake news-ების ჟანრიდანაა. ფაქტია, რომ ე.წ. ენჯეოებს დეზინფორმაციის შეთხზვა-გავრცელების გარდა სხვა უნარ-ჩვევები არ გააჩნიათ და არჩევნებიდან არჩევნებამდე დაკავებულნი არიან ბოროტი ტყუილების „გამოცხობაში“.

გაუმჭვირვალე „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ საარჩევნო ადმინისტრაციის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვს, როცა კრებსითი გიგაურების ნაცკანტორები თავს ესხმიან საქართველოს დემოკრატიას და გამართულ სახელმწიფო ინსტიტუტებს“, – წერს გია აბაშიძე.

 

ასევე იხილეთ