Sky Sports-მა გიორგი ჩაკვეტაძე ინგლისის ჩემპიონშიფის კვირის ნაკრებში დაასახელა
„უოტფორდის“ ქართველი შემტევი ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე ინგლისის ჩემპიონშიფის კვირის სიმბოლურ გუნდში მოხვდა, – რჩეული მოთამაშეები Sky Sports-მა დაასახელა.
ტურის საუკეთესო მოთამაშე ქართველი ფეხბურთელის თანაგუნდელი ვაკუუნ ბაიო გახდა, რომელმაც მე-13 ტურის დაპირისპირებაში გასვლაზე „შეფილდ უენსდეის“ 4 გოლი გაუტანა.
ჩაკვეტაძემ 90 წუთი მაღალ დონეზე ჩაატარა, ვაკუუნ ბაიომ მეორე გოლი სწორედ ქართველის შესანიშნავი გადაცემით გაიტანა. მცველებს შორის მყოფმა გიორგიმ კარის წინ მას ბურთი ზუსტად გადააწოდა. ჩაკვეტაძემ მეკარესთან პირისპირ ედო კაიემბეც დატოვა, მაგრამ მან ამ მომენტით ვერ ისარგებლა.
25 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ყველა შეხვედრა ჩაატარა. 13 მატჩში მის ანგარიშზე 1 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.