გურამ მაჭარაშვილი: პროკურატურაში საქმის აღძვრამ ოპოზიციას არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, პრაქტიკულად, ყოველგვარი არგუმენტი გამოაცალა
“ჩვენ ვხედავთ, რომ პროკურატურაში საქმეების აღძვრამ ოპოზიციას გაყალბებასთან დაკავშირებით, პრაქტიკულად, ყოველგვარი არგუმენტი გამოაცალა”, – აცხადებს დეპუტატი, „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი.
„თქვეს, გამოვიძიოთო. ამ დროს პროკურატურამ თქვა – მობრძანდით და მოიტანეთ მტკიცებულებები. ესენი კი ამბობენ – არა, თქვენ მოძებნეთ მტკიცებულებები. პროკურატურამ რა მტკიცებულებები უნდა მოძებნოს? თუ შენ ამბობ, რომ გაყალბდა, მაშინ შენ უნდა მიიტანო მტკიცებულება“, – აცხადებს მაჭარაშვილი.