ნეიმარი: ძალიან ძლიერი კრუნჩხვა ვიგრძენი
ერთწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნებულმა ნეიმარმა აზიის ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში ისევ ტრავმა მიიღო და მოედნის ნაადრევად დატოვება მოუწია.
ტრავმის მოშუშების შემდეგ, ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ალ ჰილალის ზედიზედ მეორე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, ის თამაშში 58-ე წუთზე ჩაერთო, თუმცა, 29 წუთში მარჯვენა ფეხის ბარძაყზე ტკივილი იგრძნო და გასვლა მოუწია.
მატჩის შემდეგ ამ ტრავმის შესახებ ნეიმარმა კომენტარი გააკეთა: “ძალიან ძლიერი კრუნჩხვა ვიგრძენი! გამოკვლევებს ჩავიტარებ და იმედია, სერიოზული არაფერია. ჩვეულებრივია, 1 წელი უთამაშებლობის შემდეგ ეს რომ მოხდეს, ექიმებმა უკვე გამაფრთხილეს, ყურადღებით უნდა ვიყო და მეტი სათამაშო დრო უნდა მივიღო”.
ნეიმარი 366-დღიანი პაუზის შემდეგ, ორი კვირის წინ დაბრუნდა. მან ჯვარედინი მყესები 2023 წლის ოქტომბერში ურუგვაის წინააღმდეგ შეხვედრაში გაიწყვიტა და მას შემდეგ მოედანზე არ გამოჩენილა.
ალ ჰილალმა ესტეღლალი აზიის ჩემპიონთა ლიგაზე 3:0 დაამარცხა. სამივე გოლი ალეკსანდრ მიტროვიჩმა გაიტანა.