სოფელ წინარეხში არმირებული ცემენტ/ბეტონის გზის საფარის მოწყობის სამუშაო დასრულების პროცესშია

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხში არმირებული ცემენტ/ბეტონის გზის საფარის მოწყობის სამუშაო დასრულების პროცესშია.

პროექტის მიმდინარეობას კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

გზის მოწყობის სამუშაო რეგიონის განვითარების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.

პროექტის დასრულება, რომელსაც შპს „ბესკო“ აწარმოებს, უზრუნველყოფს ადგილობრივების კომფორტულ გადაადგილებას.

ასევე იხილეთ