გიორგი ვოლსკი ხმის მიცემის ფარულობაზე: ვინც ამბობს, რომ მაინც შეიძლება წერტილი გამოჩნდეს ყდაში, რომელიც ამავე დროს ამოტრიალებულია, იმას უნდა ვუთხრათ, რომ ტანსაცმლის ქვეშ მაინც ჩანს, რომ შიშველია

“მოსამართლემ პოლიტიკური განცხადება გააკეთა და აბსოლუტურად დაუსაბუთებელი”, – განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლის, ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

„ვერც მოსამართლემ და ვერც ვერავინ ვერაფერი დაინახა, სამარცხვინო ექსპერიმენტი ჩატარდა. მოსამართლის პოლიტიკური განწყობა, წარსული ვიცით. მისი მეუღლე და მთელი ოჯახი „ნაცმოძრაობის“ აქტივია. ცოლი შეიძლება ჰყავდეს გარკვეული პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერი, მაგრამ, თვითონ გამოდის და პოლიტიკურ განცხადებას აკეთებს და აბსოლუტურად დაუსაბუთებელს. ვინც ამბობს, რომ მაინც შეიძლება, წერტილი გამოჩნდეს ყდაში, რომელიც ამავე დროს ამოტრიალებულია, იმას უნდა ვუთხრათ, რომ ტანსაცმლის ქვეშ მაინც ჩანს, რომ შიშველია“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლის, ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილებით, წალკისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში საარჩევნო უბნების შედეგები გაუქმდა. საარჩევნო ადმინისტრაციამ სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

ასევე იხილეთ