ნეთანიაჰუმ ისრაელის თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა

ორმხრივი ნდობის ნაკლებობის მოტივით, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ქვეყნის თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

„თქვენი უფლებამოსილება დასრულდება ამ წერილის მიღებიდან 48 საათის შემდეგ. სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ ომის პირველ თვეებში არსებობდა ნდობა და ძალიან ნაყოფიერად ვმუშაობდით, ბოლო თვეების განმავლობაში ეს ნდობა ჩემსა და თავდაცვის მინისტრს შორის შეირყა. ეს ყველაფერი საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა მიუღებელი გზით, და რაც უფრო უარესია, ეს ინფორმაცია მტერმაც შეიტყო, მათ ამით დიდი სარგებელიც ნახეს“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

ნეთანიაჰუს განმარტებით, გალანტს ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელ კაცი შეცვლის, ხოლო გიდეონ საარი ისრაელ კაცის ნაცვლად, საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას დაიკავებს.

ასევე იხილეთ