გურამ მაჭარაშვილი მოსამართლე ხუჭუაზე: ამ მოსამართლემ არ დამალა, რომ მტკიცებულებები არ ჰქონდა და მისი შინაგანი აღქმებიდან გამომდინარე, როგორც ამ ლიბერალურ ფაშიზმს მიაჩნია, მიიღო გადაწყვეტილება
“ამ მოსამართლემ არ დამალა, რომ მტკიცებულებები არ ჰქონდა და მისი შინაგანი აღქმებიდან გამომდინარე, როგორც ამ ლიბერალურ ფაშიზმს მიაჩნია, მიიღო გადაწყვეტილება”, – განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ
მაჭარაშვილმა მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილების შეფასებისას.
„ამ მოსამართლის გადაწყვეტილება არის კლასიკური მაგალითი იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს პოლიტიკური მართლმსაჯულების მოსამართლე. მოსამართლე ხუჭუას მეუღლე და ოჯახი არის არა მხოლოდ მომხრე, არამედ აქტივისტი „ნაცმოძრაობის“, ლიბერალური ფაშიზმის. შეგვიძლია, ეს სოციალურ ქსელებში წავიკითხოთ. ასევე, შეგვიძლია, ისიც წავიკითხოთ, მისი ოჯახის წევრები და მეუღლე როგორ არის ამ ლიბერალურ, ლგბტ პროპაგანდაზე გადართული. ამ მოსამართლემაც არ დამალა, რომ მტკიცებულებები არ ჰქონდა და მისი შინაგანი აღქმებიდან გამომდინარე, როგორც ამ ლიბერალურ ფაშიზმს მიაჩნია, მიიღო გადაწყვეტილება“, – განაცხადა გურამ მაჭარშვილმა.
თეთრიწყაროს სასამართლომ ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა და მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ საია-ს სარჩელი დააკმაყოფილა. მოსამართლე ოპოზიციის აქტივისტის მეუღლეა.