მიხეილ ყაველაშვილი დონალდ ტრამპის გამარჯვებაზე: ეს საწყისი ეტაპია, გადატვირთვა სჭირდება ჩვენს ურთიერთობებს
„გადატვირთვა სჭირდება ჩვენს ურთიერთობებს, ჩვენ ყოველთვის მოკრძალებით ვიყავით, კრიტიკასაც არ ვერიდებოდით, მაგრამ რა თქმა უნდა, როცა მაზიანებს, რომელი სახელმწიფოც არ უნდა იყოს ჩემს ქვეყანას, როცა ემუქრება ჩვენ უნდა ვიყოთ ძლიერები, რომ გავუმკლავდეთ ყველანაირ გამოწვევას”, – განაცხადა უმრავლესობის დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა, გადაცემაში „იმედი LIVE“, რითაც ის დონალდ ტრამპის გამარჯვებას და აშშ – საქართველოს ურთიერთობებს გამოეხმაურა.
მისი თქმით, მოლოდინი არის იმის, რომ აშშ-ის საგარეო პოლიტიკა შეიცვლება. მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, მათ შორის გადაიხედება საქართველოსთან ურთიერთობები და ჩვენი ქვეყანა დიდი სახელმწიფოებისთვის იქნება დამაკავშირებელი ხიდი.
„ეს საწყისი ეტაპია, გავიხსენოთ ჩვენი გულმხურვალე გულშემატკივარი და მხარდამჭერი ვიქტორ ორბანი, რომელიც ასევე ამ პროცესებში იყო ავანგარდში ასევე თვითონ ევროკავშირში და ევროპაში დარწმუნებული ვარ იქაც დაიწყება ეს ცვლილებები, მიმართულებების ცვლილება და აქედან გამომდინარე სადაც ჩვენ ამ საკითხში პარტნიორები ვართ, თავისთავად ეკონომიკური და პოლიტიკური საკითხები წამოიწევს წინ და ის მდგომარეობა, რასაც ჩვენ ამ რეგიონში ყველაზე კარგად ვგრძნობთ თავს და პარტნიორები, დიდი სახელმწიფოები, ჩვენი სამუშაო იქნება, რომ ეს დიდი სახელმწიფოები არა ერთმანეთს დაუპირისპირდნენ საქართველოში, არამედ ერთმანეთს დავაკავშიროთ. ეს მნიშვნელოვანი საკითხი იქნება და ჩვენ ამისკენ წავალთ.
რაც აქვს ტრამპს, ვგულისხმობ რეგიონში მშვიდობას, გარანტირებული დაცული პატარა ქვეყანა და ეს რეგიონი კავკასიის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ თუ ჩვენ გვინდა, რომ მსოფლიოში ეს ომები გაჩერდეს, აქ არის იმის შესაძლებლობა, რომ რამდენიმე ქვეყნის ინტერესი ისე გადაიკვეთო, რომ საქართველოს ინტერესი პირველ ადგილზე იყოს და ამ ქვეყნების ინტერესები არ დაზარალდეს. ამის პოტენციალი არსებობს“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.