კასპის მუნიციპალიტეტში გრძელდება სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები
კასპის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, გრძელდება სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები.
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალციხესა და ზადიაანთკარში, მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე, გარე მოხმარების ფიტნეს ტრენაჟორები მოეწყო.
სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება ხელს უწყობს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და დროის მიზნობრივად გამოყენებას.