დავით მათიკაშვილი: აუდიტორულმა კომპანიამ დაადასტურა რომ, არ მომხდარა განმეორებით პირადობის მოწმობების გამოყენება, ამ გზით რაიმე ფორმით ზემოქმედება არჩევნებზე, ელექტრონული მანქანები ზუსტად ითვლიდნენ

“აუდიტორულმა კომპანიამ დაადასტურა რომ, არ მომხდარა განმეორებით პირადობის მოწმობების გამოყენება, ამ გზით რაიმე ფორმით ზემოქმედება არჩევნებზე”, – განუცხადა ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე დავით მათიკაშვილმა დამოუკიდებელი აუდიტორული კომპანია Pro V&V-ის დასკვნაზე, რომლის თანახმადაც კვლევის არცერთ ეტაპზე არ დადასტურებულა ერთი ადამიანის მიერ ხმის რამდენჯერმე მიცემის ფაქტი.

დავით მათიკაშვილის თქმით, აუდიტორულმა კომპანიამ დაადასტურა ისიც, რომ ელექტრონული მანქანები ზუსტად ითვლიდნენ.

“მხოლოდ ოპოზიცია, ცალკეული ძალები ქვეყნის ფარგლებს გარედან ცდილობენ მოატყუონ საზოგადოება და წარმოაჩინონ საპარლამენტო არჩევნები ისე, თითქოს რაიმე სერიოზულ დარღვევას ჰქონდეს ადგილი. ნათელი მაგალითია ამის ის, რომ აუდიტორულმა კომპანიამ დაადასტურა, არ მომხდარა განმეორებით პირადობის მოწმობების გამოყენება, ამ გზით რაიმე ფორმით ზემოქმედება არჩევნებზე, ელექტრონული მანქანები ზუსტად ითვლიდნენ.ასე, რომ ნებისმიერი პრეტენზია არჩევნების გაყალბების კუთხით არგუმენტს მოკლებულია”, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

ასევე იხილეთ