კოკა გუნცაძე „ნაციონალურ მოძრაობაზე: სისასტიკე და დაუნდობლობა, ეს არის იმ ხელისუფლების ორი მთავარი მახასიათებელი

„სისასტიკე და დაუნდობლობა, ეს არის იმ ხელისუფლების ორი მთავარი მახასიათებელი”, – განაცხადა კოკა გუნცაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას. პარლამენტის ყოფილმა წევრმა, 2017 წლის 7 ნოემბრის მოვლენები გაიხსენა და აღნიშნა, რომ ამ მოვლენებს წინ ბევრი სისასტიკე უძღოდა.

„ამ გადმოსახედიდან რომ ვუყურებ, რაციონალური განცდა არ მაქვს, რაში სჭირდებოდათ ასეთი სისასტიკე და დაუნდობლობა საკუთარი მოსახლეობის მიმართ. იმ დღეს 4-ჯერ დაარბიეს. ეს ამბები გაცილებით ადრე დაიწყო. დაიწყო ციხეებში სასტიკი მოპყრობა, თქვენ არ იცით, მაშინ რა ვითარება იყო ციხეებში. ყველა საკანში შევედი და ქუთაისის ციხეში პატიმარი ვერ ვნახე, ნაწამები რომ არ ყოფილიყო. ამას მოჰყვა გახმაურებული შემთხვევები: სანდრო გირგვლიანი, კორტები, ახალგაზრდა ბიჭების ქუჩაში ხოცვა, ამას მოჰყვა ძალიან დიდი კამპანია საყოველთაო საკუთრების წართმევის, რომელიც 2006 წელს ადეიშვილის უწყების კოორდინაციით მიმდინარეობდა. ამ ყველაფერმა საბოლოოდ გამოიწვია ის რეაქცია, რომელიც გამოიწვია და ხალხი ქუჩაში გამოვიდა. ეს იყო პიკი“, – აღნიშნა კოკა გუნცაძემ.

2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებიდან 17 წელი გავიდა.

ასევე იხილეთ