თამაზ ჭეიშვილი ნაცებს: ისე უნდა დაიტანჯოთ, როგორც მე და ბევრი უდანაშაულო მოქალაქე იტანჯებოდა ტკივილებისგან!!! ფუიიი,თქვენი!!!…
თამაზ ჭეიშვილი 2007 წლის 7 ნოემბერს მის მიმართ გადატანილ ვანდალურ მოპყრობას იხსენებს, „ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტებს მიმართავს და წერს:
– შენ! ერთ-ერთო ნაძირალა ჯალათთაგანო! იმ 7 ნოემბერს, შენი თანაპარტიელების დავალებით ფაშისტური სისასტიკით მოგვექცნენ სააკაშვილის და მერაბიშვილის მიერ გაწვრთნილი ნახევრად რობოტი სპეცრაზმელები!
სასწაულებრივად გადავრჩი!!! რამდენიმე პოლიციელი გამეტებით მირტყამდა ხელჯოხებს!! ლავიწის ძვალი გამიტეხეს!!! ხელებს თავზე ვიფარებდი და თითები დამიმტვრიეს!!! წამოვდექი, გაქცევა დავაპირე, მაგრამ პირდაპირ მუხლებში დამიშინეს და მარცხენა მუხლი საოპერაციო გამიხდა.
იმ ხორცის საკეპი ჯოჯოხეთიდან ორმა ახალგაზრდამ გამომათრია!!! ჰო, გამომათრიეს, თვითონაც სისხლიანები იყვნენ!!!
გიორგი ობგაიძემ ჩამიტარა ოპერაცია. ეს ჩემი მუხლი აღარ არის, ენდოპროთეზს ვატარებ იმ სატანური დღის „სამახსოვროდ!”
ნაძირალავ, წყეულიმც იყავ!!! შენი ადგილი ციხეშია! შენი და ბევრი შენი თანაპარტიელის ადგილი ციხეშია!!! ისე უნდა დაიტანჯოთ, როგორც მე და ბევრი უდანაშაულო მოქალაქე იტანჯებოდა ტკივილებისგან!!! ფუიიი,თქვენი!!!…