ზელენსკი: უკრაინა უნგრეთთან ორმხრივ დოკუმენტს ხელს არ მოაწერს, ვინაიდან იქ არაფერია ნათქვამი ნატოზე
უკრაინის ხელისუფლება უნგრეთთან თანამშრომლობის შესახებ ორმხრივ დოკუმენტს ხელს არ მოაწერს, ვინაიდან იქ არაფერია ნათქვამი ბუდაპეშტის მხარდაჭერაზე კიევისადმი ნატოში ინტეგრაციის გზაზე, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, მხარეებმა ორმხრივ დოკუმენტზე მუშაობა მიმდინარე წლის ივლისში დაიწყეს, როცა კიევს ვიზიტით უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ეწვია.
“ჩვენთვის მნიშვნელოვანია უნგრეთის მიერ მხარდაჭერა უკრაინისადმი ევროკავშირის გზაზე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია უნგრეთის მხარდაჭერა უკრაინისადმი ნატოს გზაზე. დღესდღეობით დოკუმენტში არ წერია უნგრეთის მხარდაჭერაზე უკრაინისადმი ნატოს გზაზე და რადგან ეს არ წერია, დოკუმენტი არ იქნება ხელმოწერილი”, – აღნიშნა ზელენსკიმ.