სოსო არჩვაძე: პოზიტიური მაკროეკონომიკური შედეგები, საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთად, ეროვნული ბანკის გაწონასწორებული და რაციონალური პოლიტიკის შედეგია

“ბოლო დღეებში ზოგიერთი მედია-საშუალების ფართოდ განხილვადი თემა ეროვნული ბანკის რეზერვების შემცირება გახდა. თანაც, ამ ფაქტის მიწოდება ისე ხდება, თითქოს ეროვნული ბანკისთვის რეზერვების ზრდა თვითმიზანია, ხოლო მათი შემცირება – ეროვნული ტრაგედიის რანგში აყვანილი მოვლენა”, – წერს ეკონომიკის ექსპერტი, სოსო არჩვაძე, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, ეროვნული ბანკის პირდაპირი მოვალეობაა, მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტით დროულად და ადეკვატურად მოახდინოს ნეგატიური ტენდენციების და რყევების ნეიტრალიზაცია, ამგვარი სტრატეგია კი გამართლებულია და აისახება ეკონომიკური ზრდის მაღალ ტემპებშიც.

“ბოლო დღეებში ზოგიერთი მედია-საშუალების ფართოდ განხილვადი თემა ეროვნული ბანკის რეზერვების შემცირება გახდა. თანაც, ამ ფაქტის მიწოდება ისე ხდება, თითქოს ეროვნული ბანკისთვის რეზერვების ზრდა თვითმიზანია, ხოლო მათი შემცირება – ეროვნული ტრაგედიის რანგში აყვანილი მოვლენა. ხელისუფლებისა და ეროვნული ბანკისადმი ოპონირების რეჟიმში მყოფ ექსპერტებსა და პოლიტიკოსებს რატომღაც „ავიწყდებათ“, რომ ეროვნული ბანკი სახელმწიფოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი, მისი მდგრადობისა და სოციალურ-ეკონომიკური სტაბილურობის გარანტია და ამიტომ აქტივობების შეფასება არ უნდა ხდებოდეს კაჟა ბულავას ცნობიერების შესაბამისი ალგორითმით. გავიხსენოთ „დათა თუთაშხიას“ ერთ-ერთი „კოლორიტული“ პერსონაჟი, რომლისთვისაც ფულის შეგროვება თვითმიზნადაა გადაქცეული და ამისათვის მზადაა ცოლ-შვილი მშიერ-მწყურვალი ამყოფოს. – ეროვნული ბანკისათვის რეზერვების ფორმირება, მათი შევსება და ზრდა არასდროს ყოფილა და ვერც იქნება თვითმიზანი. – მათი დანიშნულებაა რაციონალური გამოყენება! – ხარჯვა საჭირო დროსა და მასშტაბებით, რაც აუცილებელია ქვეყნის ფინანსური და სამომხმარებლო ბაზრის სტაბილურობისათვის. და თუ ქვეყანაში, მის ფინანსურ სექტორსა თუ სავალუტო ბაზარზე ჩნდება არაეკონომიკური მიზეზებით გამოწვეული აჟიოტაჟი, ეროვნული ბანკის პირდაპირი მოვალეობაა მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტით დროულად და ადეკვატურად უპასუხოს ამ გამოწვევას, მოახდინოს ნეგატიური ტენდენციების და რყევების ნეიტრალიზაცია. გამართლებულია თუა არა ეროვნული ბანკის ამგვარი სტრატეგია? ვფიქრობ – ერთმნიშვნელოვნად და ცალსახად! ეს აისახება ეკონომიკური ზრდის მაღალ ტემპებშიც, რითაც საქართველო გამორჩეულია არა მარტო რეგიონული, არამედ გლობალური მასშტაბით, აგრეთვე დაბალ ინფლაციაში. სხვათა შორის, დაწყებული 2021 წლის აპრილიდან, ყოველი თვის ინფლაცია წინა თვესთან შედარებით, საქართველოში უფრო დაბალია, ვიდრე აშშ-ში. ამასთან ამ პერიოდში, გავლილი 43 თვის მანძილზე, საქართველოში 12 თვე დეფლაციური იყო, აშშ-ში კი – არც ერთი. ყოველივე ეს, პოზიტიური მაკროეკონომიკური შედეგები, საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთად, ეროვნული ბანკის გაწონასწორებული და რაციონალური პოლიტიკის შედეგია”, – წერს სოსო არჩვაძე.

ასევე იხილეთ