Edison Research-ის ეგზიტპოლით, გადამწყვეტ შტატებში არჩევნებს კამალა ჰარისი იგებდა, თუმცა ოფიციალური მონაცემები კვლევის შედეგებს არ დაემთხვა და ტრამპმა გაიმარჯვა
კომპანია Edison Research-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით, Edison Research-ის ეგზიტპოლით, აშშ-ში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებზე ე.წ. მერყევი შტატების უმრავლესობაში „დემოკრატების“ კანდიდატი კამალა ჰარისი იგებდა, თუმცა ოფიციალური მონაცემები კვლევის შედეგებს არ დაემთხვა და ტრამპმა გაიმარჯვა.
გამოკითხვის მიხედვით, ნევადაში ტრამპს მოსახლეობის 47% უჭერდა მხარს, ხოლო ჰარისს 44%, არიზონაში ტრამპს და ჰარისს 46% თანაბრად უჭერდა მხარს. ჯორჯიაში ტრამპს 46% უჭერდა მხარს, ხოლო ჰარისს – 49%, მიჩიგანში “რესპუბლიკელების” კანდიდატს 45% აძლევდა მხარს, ხოლო ჰარისს 48%. ვისკონსინში ტრამპს 44% უჭერდა მხარს, ჰარისი – 47%. პენსილვანიაში ტრამპს 47% აძლევდა ხმას, ხოლო ჰარისს 46%, ჩრდილოეთ კაროლინაში ტრამპს 43% უჭერდა მხარს, ხოლო ჰარისი – 48%.
ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემების თანახმად კი, ნევადაში ტრამპს 50,77% დაუჭირა მხარი, ხოლო ჰარისს – 47,36%. არიზონაში ტრამპს 52,47% მისცა ხმა, ხოლო ჰარისს – 46,6%, ჯორჯიაში ტრამპმა ხმების 50,75% მოიპოვა, ხოლო ჰარისმა – 48,51%. მიჩიგანში ტრამპმა ხმების 49,75% მიიღო, ხოლო ჰარისმა – 48,3%. ვისკონსინში ტრამპს 49,71% დაუჭირა მხარი, ხოლო ჰარისს – 48,85%, პენსილვანიაში “რესპუბლიკელების” კანდიდატს 50,52% დაუჭირა მხარი, ხოლო “დემოკრატების” წარმომადგენელს – 48,52%. ჩრდილოეთ კაროლინაში ტრამპმა ხმათა 51,11% მიიღო, ხოლო ჰარისმა – 47,74%.
Edison Research-მა არჩევნების დღეს ეგზიტპოლი ეროვნულ დონეზეც ჩაატარა და ამტკიცებდა, რომ ტრამპს 44% უჭერდა მხარს, ხოლო ჰარისს – 48%.
გარდა ამისა, Edison Research-ის ეგზიტპოლების მიხედვით, ჰარისს ქალთა 53%-მა დაუჭირა მხარი, ხოლო ტრამპს – 45%. ამასთან ერთად, გამოკითხვის მიხედვით, ამერიკის თეთრკანიანი მოსახლეობის 57%-მა ტრამპს მისცა ხმა, ხოლო 41% – ჰარისს. რაც შეეხება ფერადკანიან მოსახლეობას, 85%-მა ჰარისს დაუჭირა მხარი, ხოლო 13% – ტრამპს.
ესპანურენოვანი მოსახლეობის 46%-მა ტრამპს მისცა ხმა, ხოლო 52% – ჰარისს. ტრამპმა 60%-იანი მხარდაჭერა თეთრკანიან მამაკაცებში მოიპოვა, ხოლო ჰარისმა 37% მიიღო.
ამერიკის თეთრკანიან ქალთა 45%-მა ჰარისს დაუჭირა მხარი, ხოლო 53% – ტრამპს. ჰარისს შავკანიან მამაკაცთა 77%-მა დაუჭრა მხარი, ხოლო ტრამპს – 21%. გამოკითხვის თანახმად, შავკანიან ქალთა 91%-მა ჰარისს დაუჭირა მხარი, ხოლო 7% – ტრამპს. ტრამპს ესპანურენოვანი მამაკაცების 55%-მა დაუჭირა მხარი, ხოლო ჰარისს – 43%. ეგზიტპოლის თანახმად, ესპანურენოვანი ამერიკელი ქალების 38%-მა ტრამპს დაუჭირა მხარი, ხოლო 60% – ჰარისს.
18-29 წლამდე ასაკის მქონე მოსახლეობის 43%-მა საპრეზიდენტო არჩევნებზე ტრამპს დაუჭირა მხარი, ხოლო 54% – ჰარისს. 65 წელს ზემოთ მოსახლეობის 49%-მა ჰარისს მისცა ხმა, იგივე რაოდენობის ადამიანმა ტრამპს დაუჭირა მხარი. 45 წელს ზემოთ მოსახლეობის 52%-მა ტრამპს დაუჭირა მხარი, ხოლო 46% – ჰარისს.
45 წელს ქვემოთ ამერიკის მოსახლეობის 51%-მა ჰარისს დაუჭირა მხარი, ხოლო 46% – ტრამპს. უმაღლესი განათლების არმქონე მოსახლეობის 56%-მა ტრამპს დაუჭირა მხარი, ხოლო 42% – ჰარისს. რაც შეეხება უმაღლესი განათლების მქონე მოსახლეობას, 55%-მა მხარი ჰარისს დაუჭირა, ხოლო 42% – ტრამპს.