ოლაფ შოლცმა მხარეებს მოუწოდა მშვიდი დებატების გამართვისკენ, თუ როდის უნდა გამოცხადდეს მთავრობის ნდობის კენჭისყრა და დაიწყოს ათვლა ვადამდელი არჩევნებისთვის

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა მხარეებს მოუწოდა მშვიდი დებატების გამართვისკენ იმის თაობაზე, თუ როდის უნდა გამოცხადდეს მთავრობის ნდობის კენჭისყრა პარლამენტში და დაიწყოს ათვლა ვადამდელი არჩევნებისთვის.

გერმანიის კანცლერის განცხადებით, ნებისმიერმა თარიღმა უნდა მისცეს საარჩევნო ადმინისტრაციას საკმარისი დრო მოსამზადებლად, კანდიდატებს უნდა ჰქონდეთ დრო კამპანიის ჩასატარებლად და ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური პარტიების საკითხი.

კითხვაზე, როგორ რეაგირებდნენ ევროკავშირის ლიდერები ბუდაპეშტში გერმანიის სამთავრობო კოალიციის დაშლაზე, შოლცმა უპასუხა, რომ ძალიან ბევრი მათგანი გამოცდილია კოალიციური მთავრობის საკითხებში და მათ იციან, რომ ეს არ არის ადვილი საქმე არა მხოლოდ გერმანიაში, არამედ სხვა ქვეყნებშიც.

სოციოლოგიური კვლევების თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობას სურს, რომ თავდაცვის მინისტრი, ბორის პისტორიუსი იყოს სოციალ-დემოკრატების კანცლერობის კანდიდატი ვადამდელ არჩევნებზე. გამოკითხულთა 57 პროცენტი მხარს უჭერს ბორის პისტორიუსის კანდიდატურას, 13 პროცენტი კი ოლაფ შოლცს.

ასევე იხილეთ