პაკისტანში თვითმკვლელმა ტერორისტმა რკინიგზის სადგურზე თავი აიფეთქა – დაღუპულია სულ მცირე 24 ადამიანი

სამხრეთ-დასავლეთ პაკისტანში, ქალაქ კვეტას ცენტრალურ რკინიგზის სადგურზე აფეთქების შედეგად სულ მცირე 24 ადამიანი დაიღუპა, 53 კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

„რკინიგზის სადგურზე აფეთქება თვითმკვლელი ტერორისტული აქტი იყო“, – განაცხადა ადგილობრივმა კომისარმა ჰამზა შაფქაათმა.

ქალაქის პოლიციის უფროსის, მუჰამედ ბალოჩის განცხადებით, შემთხვევა ადგილობრივი დროით 09:00 საათზე, იმ დროს მოხდა, როდესაც ბაქანზე დიდი რაოდენობით მგზავრები იმყოფებოდნენ.

არსებული ცნობით, მომხდარზე პასუხისმგებლობა აიღო სეპარატისტულმა შეიარაღებულმა დაჯგუფებამ Baloch Liberation Army.

ასევე იხილეთ